„პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა“ – „ოცნების“ დეპუტატი ლომჯარიაზე, ზურაბიშვილსა და გახარიაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებს სახელისუფლებო პარტია დამოუკიდებლად ვერ ნიშნავდა. ასე გამოეხმაურა ის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გამოკითხვას.
„ბოდიშს ვიხდით საზოგადოების წინაშე. უბრალოდ, საზოგადოება უნდა შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში. ჩვენ არც კოჰაბიტაცია გვინდოდა, არც ნინო ლომჯარიას დანიშვნა, არც ქალბატონი [სალომე] ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება და არც ბატონი [გიორგი] გახარიას გაპრემიერება – უბრალოდ, მაშინ მაგდენი პოლიტიკური ჯანი არ გვქონდა და ჩვენი სუვერენიტეტი განმტკიცებული არ იყო“, – თქვა ლევან მაჭავარიანმა.
გუშინ, 14 აპრილს, „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში ამავე პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. სხვა საკითხებთან ერთად, მან ისაუბრა პარტიიდან წასვლის მიზეზზე და მიზეზად „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ჩართვა დაასახელა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა