ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ და რამინ შამილიშვილმა 5 მედალი მოიპოვეს

მოლდოვაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ (61 კგ) ატაცში – ბრინჯაო, აკვრასა და ორჭიდში კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123 კგ დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა; აკვრაში 154 კგ დააფიქსირა, რაც მეორე შედეგი იყო; ორჭიდის ჯამში მოგროვებული 276 კილოგრამით კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.
კონტინენტის პირველობაზე აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა რამინ შამილიშვილმა (55 კგ).
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 109 კგ დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა. აკვრაში 134 კგ დააფიქსირა, რაც მესამე შედეგი იყო, ორჭიდის ჯამში მოგროვებული 243 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ამ დროისთვის საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია.

ასევე დაგაინტერესებთ