ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ -ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ -ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა UnHerd-თან ინტერვიუში განაცხადა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტის, ს CBS News-თან ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ს ქმედებებს ამართლებს“.
„მე ვცდილობდი სტრატეგიული გაგება გამომეყენებინა, რომ თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ ის, თუ სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხარს უჭერ ს მიზანს ან მხარს უჭერ სრულმასშტაბიან შეჭრას, მაგრამ უნდა შეეცადო გაიგო, რა არის მათი სტრატეგიული წითელი ხაზები. ასევე, უნდა გაიგო, რის მიღებას ცდილობენ უკრაინელები კონფლიქტიდან“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
მისი თქმით, ს რიტორიკა „არაპროდუქტიულია“.
„ვფიქრობ, ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომელიც ამჟამად მთელი მისი მთავრობისა და სამხედრო ძალისხმევის მთლიანობას მხარს უჭერს, რომ ჩვენ როგორღაც რუსების მხარეს ვართ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად