ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე 34 დღეა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს – თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ

უკვე 34 დღეა ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
„34 დღის წინ მ ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას დადებითი პასუხი გასცა. უკვე 34 დღეა, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ღიად ამბობს. პუტინი კვლავ ომის გაგრძელებაზეა ორიენტირებული. რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები აუდიტორიას იმ იდეისთვის ამზადებენ, რომ დიპლომატია არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „ამის მიზეზი ის არის, რომ მოსკოვში არ ეშინიათ და თუ რუსეთზე საკმარისად ძლიერი ზეწოლა არ იქნება, ისინი ომს გააგრძელებენ“.
„ყველას გვსურს, რომ ეს დასრულდეს. მშვიდობაა საჭირო და ის ხანგრძლივი უნდა იყოს. უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა. როდესაც ომი დასრულდება მსოფლიო ნათლად გაიგებს: ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს, აგრესორს, აიძულეს მშვიდობას დათანხმებულიყო. იმავე აგრესორს, რომელიც უკრაინის მიწაზე 2014 წელს მოვიდა, 11 წლის წინ. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალი წლის განმავლობაში არ გაგრძელდეს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ