თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები:“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს”; “ძალა სტუდენტების ერთობაშია”.
თსუ-სთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოსული მოქალაქეებიც.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველია გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
