მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, მოწმის სახით, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა.
სასამართლოში მოწმის სახით, ს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი არჩილ ანთაძე იკითხება. მისი თქმით, ინციდენტისას მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძეს პოლიციის ფორმაზე შეეხო და შემდეგ სახეში გაარტყა. მისი თქმით, ირაკლი დგებუაძეს, დარტყმის შედეგად სიწითლე აღენიშნებოდა.
„აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან ვიმყოფებოდი. „მონებო, გაათავისუფლეთ დაკავებულები“, – ისმოდა აქციაზე. ქალბატონი მზია დავინახე, მაშინ როდესაც ორი არაფხიზელ მდგომარეობაში მამაკაცი იგინებოდა. ისინი დაკავებულები იყვნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე. სწორედ ამაზე განმარტებას ითხოვდა მზია ამაღლობელი, რატომ დააკავეს ისინი. მოვიდა ირაკლი დგებუაძე განმარტების გაკეთების მიზნით. ირაკლი დგებუაძემ საუბარი რომ დაასრულა, ქალბატონმა მზიამ მოქაჩა და დაარტყა.
რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით სხვა დაკავებულებს, განმარტება გაუკეთდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლება იმ დღეს ვერ მოხდებოდა, ამას უხსნიდა ირაკლი დგებუაძე. ირაკლი დგებუაძეს ლოყაზე მოხვდა ხელი, იმ მომენტში პოლიციის დეტექტივის ფორმა ეცვა, ამის შემდგომ, მოხდა მზია ამაღლობელის დაკავება. მე ახლოს ვიყავი და დავეხმარე დაკავებაში.
დარტყმისას შეწითლება ჰქონდა ირაკლი დგებუაძეს, გარე განათებები არის და ჩანდა. გამომძიებელმა დაგვიბარა და დავადასტურე იგივე“, – აცხადებს არჩილ ანთაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით