ოლგა სტეფანიშინა – მ აშშ-ს მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები გადასცა

უკრაინამ მოამზადა და უკვე გადასცა ამერიკულ მხარეს საკუთარი წინადადებები მინერალური რესურსების შესახებ სამომავლო შეთანხმებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
მისი თქმით, სა და შეერთებულ შტატებს შორის კონსულტაციების მიმდინარეობის ფაქტი დადებითი ნიშანია და იმედი აქვს, რომ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება მანამ, სანამ მხარეები შეთანხმებას არ მიაღწევენ.
„უკრაინის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, ამერიკული მხარისთვის გადაეცა ყველა ის წინადადება, რომელიც ჩვენ აქ, კიევში მოვამზადეთ და რომელზეც შევთანხმდით. ყველა მათგანი განხილვის საგანი იყო. გარკვეული შეთანხმებები მიღწეულია, მაგრამ მოველი, რომ ამ კონსულტაციების შემდეგ მოლაპარაკებები გაგრძელდება მანამ, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთ. ცხადია, ეს ფინალური რაუნდი არ არის“, – აღნიშნა სტეფანიშინამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება