მამუკა ხაზარაძე – ქართული ენის დღეს გილოცავთ! – გულწრფელად მჯერა, რომ ის თავდადება ისევ ცოცხალია ჩვენში და ახლა, როცა საბჭოთა ნარჩენები ქვეყანას გვართმევენ, ისევ ისეთი სიმტკიცით დავდგებით ერთად, როგორც 47 წლის წინ!

ქართული ენის დღეს გილოცავთ! – გულწრფელად მჯერა, რომ ის თავდადება ისევ ცოცხალია ჩვენში და ახლა, როცა საბჭოთა ნარჩენები ქვეყანას გვართმევენ, ისევ ისეთი სიმტკიცით დავდგებით ერთად, როგორც 47 წლის წინ! – ასე ეხმაურება „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერი 14 აპრილს – დედაენის დღის თარიღს.
„ენასთან დაკავშირებით კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციას ვმართავთ – გაგვიმართლებს, თუ არ გვესვრიან” – ეს შეტყობინება New York Times-ის მოსკოვის ბიუროში 1978 წლის 14 აპრილს შევიდა.
ოთხ დღეში ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა მეორე სტატია, სახელწოდებით – “საბჭოთა ქართველებმა გაიმარჯვეს ენის საკითხზე”.
47 წლის წინ ქართული ენის დასაცავად ქუჩაში გამოსულმა ქართველმა სტუდენტებმა იმდენი შეძლეს, რომ მსოფლიო მათ გამარჯვებაზე აალაპარაკეს!
ეს მართლაც დიდი გამარჯვება იყო – საბჭოთა საქართველოში ქართულ ენას კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა!
ქართული ენის დღეს გილოცავთ!
გულწრფელად მჯერა, რომ ის თავდადება ისევ ცოცხალია ჩვენში და ახლა, როცა საბჭოთა ნარჩენები ქვეყანას გვართმევენ, ისევ ისეთი სიმტკიცით დავდგებით ერთად, როგორც 47 წლის წინ!
მჯერა, რომ ქართველების გამარჯვებაზე მსოფლიო პრესა კიდევ არაერთხელ დაწერს!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან