მზია ამაღლობელი გამომძიებელს – ეს თავდასხმა არ არის!

ისე ეს იცოდეთ, თავდასხმა არ არის! – ასე მიმართა გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, ს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საქმის გამომძიებელს, მიხეილ დარჩიას, რომელიც დღევანდელ პროცესზე დაიკითხა.
მზია ამაღლობელმა გამომძიებელს, ასევე, ჰკითხა, როდის დასრულდება მის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებული ექსპერტიზა, რაზეც გამომძიებელმა უპასუხა: „შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს ექსპერტიზა, ვერ გეტყვით“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე, დღეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე, საქმის გამომძიებელი გამოკითხეს. გამომძიებელი მიხეილ დარჩია, მხარეების შეკითხვებს 3 საათზე მეტხანს პასუხობდა.
ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შესვენებაა გამოცხადებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით