ს საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.
სასამართლო სხდომაზე მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. წინა სასამართლო სხდომაზე ჯამში ხუთი პოლიციელი გამოიკითხა, რომლებიც მზია ამაღლობელის დაკავებისა და გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართული.
მზია ამაღლობელის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მიაწოდეს. მათი თქმით, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა