უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები თურქეთში მოლაპარაკებებს გამართავენ – მედია

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ, – ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხსაც განიხილავენ.
უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება