“20-ზე მეტი დაღუპულია” – უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე ავიაიერიში განხორციელდა

„ავიადარტყმის შედეგად ბევრი დაღუპულია. მტერმა კვლავ დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს სუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არტემ კობზარი.
მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ცნობილია 20-ზე მეტი დაღუპულის შესახებ.
ოლქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ სუმის ცენტრზე იერიში განხორციელდა ორი ბალისტიკური რაკეტით. არიან დაჭრილები და დაღუპულები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე ს ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
აპრილის დასაწყისში ს შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ფორუმი