მიკვირს, თვალების დათხრა რომ არ მიუსაჯა გახარიამ სააკაშვილს. სამართალს რომ თავი დავანებოთ, უკაცრავად, მაგრამ დაბადების დღეზე ტყვეობაში მყოფ ადამიანზე ასეთი რამ ისაუბრო, არც ქართულია და ზოგადად, ჩვენს ტრადიციებში არაა. ცხადია, სრული სიგიჟე და აბსურდია. ქართველი ხალხი ყველაფერს ხვდება. ბორის ჯონსონმა მიულოცა დღეს სააკაშვილს დაბადების დღე, ახალი წელი, მის ღვაწლზე ისაუბრა. გახარია სხვა რამეს ითხოვს.
პუტინი ითხოვს სააკაშვილის დასჯას, ბორის ჯონსონი და ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც რეფორმატორს, ისე მოიხსენიებენ და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. საზოგადოება თავად გაარკვევს და გაარჩევს გახარიასაც, ივანიშვილსაც და მისნაირებსაც.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გიორგი გახარიას პარტიის მოწოდებაზე, დააბრუნონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში.