ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურაშია დაბარებული

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურაში დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო”, – წერს გვარამია.
ცნობისთვის, „ნაციონალურის მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, კომისიაზე არგამოცხადების გამო, ნიკა გვარამიასთან, ზურაბ ჯაფარიძესა და გივი თარგამაძესთან დაკავშირებით პროკურატურას 8 აპრილს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი