ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სპეციალურ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც უნდა დადგინდეს, თუ რა კავშირი ჰქონდა კიბერუსაფრთხოებისა და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კრისტოფერ კერბს 2020 წლის საპრეზიდენტო ს სავარაუდო გაყალბებსთან, რა დროსაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
მემორანდუმის ტექსტში აღნიშნულია, რომ კერბსი არის არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, რომელიც ბოროტად იყენებდა სამთავრობო ძალაუფლებას. კერძოდ, ის 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს არამართლზომიერ ცენზურას უწესებდა ამა თუ იმ აზრს, მათ შორის COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით.
მოგვიანებით, -ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ს ელექტრონული სისტემები დიდი ხნის განმავლობაში მოწყვლადი და ჰაკერების ადვილად ხელმისაწვდომი იყო. ამ საქმის გამოძიებას მისი უწყება უკვე აწარმოებს.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხმის მიცემის ელექტრონული სისტემები დიდი ხნის მანძილზე ჰაკერებისთვის და კენჭისყრის შედეგებით მანიპულაციისთვის მოწყვლადი იყო. ის გარემოება თქვენი განკარგულების შესასრულებლად, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ქაღალდის ბიულეტენების შემოღებას გულისხმობს, გვიბიძგებს, რათა ამომრჩეველმა არჩევნების სამართლიანობა დაიჯეროს“, – თქვა გაბარდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჭიათურის მერია – საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი – ეს იყო სკოლის მოსწავლეების მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო