ეს არის უტოპიური – გივი მიქანაძე მიხელ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ე.წ. სუპერ პაკის ინიციატივაზე

მსჯავრდებულ ს მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივა არასერიოზულია და საკუთარი არსებობის საზოგადოებისთვის შეხსენებას ემსახურება.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სააკაშვილის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს.
“მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული იდია აბსურდის შემცველი არის და რეალურად მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ თვითონ რაღაც იდეები გააჟღეროს, საზოგადოებაში წარმოაჩინოს თავი, თითქოს მისი საკითხი კვლავაც აქტუალურია. ეს არის უტოპიური, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების მხრიდან მას და მის პარტიას, მის შენაერთებს, აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ”, – განაცხადა გივი მიქანაძემ

ასევე დაგაინტერესებთ

ვთქვათ გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო. ამ ფოტოზე, მათ შორის თქვენ ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო?

არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, ტოპტვინები აშკარად შენელდნენ