საგამოძიებო კომისიას გაუხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რათა მაქსიმალურად მეტი სიმართლე, მეტი საქმე მოისმინონ საქართველოს მოქალაქეებმა – ლადო ბოჟაძე

საგამოძიებო კომისიას გაუხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რათა მაქსიმალურად მეტი სიმართლე, მეტი საქმე მოისმინონ საქართველოს მოქალაქეებმა – ლადო ბოჟაძე
“მთელი საქართველო, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ რა უბედურებას ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.
ლადო ბოჟაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობას” არ გააჩნიათ პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც ჩადიოდნენ.
“მთელი საქართველო, ყოველდღიურ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ რა უბედურებას ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ყველა ის მტკიცებულებაზე დამყარებული ფაქტი, რომელიც მოვისმინეთ მოხდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. რაც ყველაზე მთავარია, ხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები უარს ამბობენ კომისიაში მოსვლაზე ერთი მიზეზის გამო – მათ არ გააჩნიათ პასუხები იმ კითხვებზე, რომელსაც ჩადიოდნენ. კომისიას გაუხანგრძლივდება უფლებამოსილების ვადა, რათა მაქსიმალურად მეტი სიმართლე, მეტი საქმე მოისმინონ საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს