ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ნიუ-იორკის მერზე, ერიკ ადამსზე დაყრდნობით ავრცელებს.
მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი – პილოტია.
ნიუ-იორკის პოლიციის კომისარმა, ჯესიკა ტიშმა განაცხადა, რომ დაღუპულთა ვინაობა მანამ არ გახმაურდება, სანამ ოჯახებს არ შეატყობინებენ.
მისივე ინფორმაციით, ჩამოვარდნის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს