ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკვენიჩიანე აქვეყნებს ვრცელ წერილს საქართველიში მიმდინარე მოვლენებზე: ის საუბრობს ბიძინა ივანიშვილზე დამის დამოკიდებულებებზე ევროკავშირთან; ევროპელი ლიდერების თვალში საქართველოს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის აღქმაზე; კრემის მართულ რეჟიმების ხელწერასა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლის მეთოდებზე.
იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ქართველი ხალხის გზავნილი ევროპისთვის ნათელია – ისინი არ აპირებენ ბრძოლის შეწყვეტად და ქვეყნის დათმობას კრემლისთვის. ამაში კი მათ ევროკავშირის უფრო მტკიცე მხარდაჭერა სჭირდებათ. ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის მხარდაჭერით ევროპა საკუთარ უსაფრთხოებასაც იცავს.
გთავაზობთ უიკნევიჩიანეს წერილის სრულად:
100-ზე მეტი დღეა და ღამეა, რაც საქართველოს ყველაზე მტკიცე მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ ბიძინა ივანიშვილის პრორუსულ რეჟიმს. მათი მშვიდობიანი ბრძოლა მარტივი, მაგრამ გადამწყვეტი არჩევანს გულისხმობს: დაბრუნება რუსეთში, თუ წინსვლა ევროკავშირისკენ. ერთადერთი გზა, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არის საერთაშორისო ზედამხედველობით ჩატარებული ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, საქართველოს სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა ამის მისაღწევად. თბილისის გზავნილი ევროპის დედაქალაქებისა და ევროკომისიისადმი ნათელია: საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის არის რუსეთის იმპერიალიზმთან ევროკავშირის ფართო წინააღმდეგობის განუყოფელი ნაწილი. ქართველების მხარდაჭერით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინას, მოლდოვას და სომხეთს ვეხმარებით, არამედ ვაძლიერებთ ევროკავშირს, რითაც, თავის მხრივ ვიცავთ საკუთარ თავს. ბოლო ისტორიული ცვლილება ვაშინგტონში ვერაფრით დაასუსტებს თავისუფლებისმოყვარე ქართველების მტკიცე გადაწყვეტილებას დაიცვან თავიანთი ქვეყანა საქართველოს უკან, კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნებისა და ევროპული გზის შეჩერებისგან. ხალხი კვლავ მტკიცედ დგას. თუმცა, სიტუაცია საქართველოში მძიმეა. ბიძინას რეჟიმის და მოქალაქეების პროტესტი მის წინააღმდეგ ერთმანეთისგან დაშორებული სამყაროებია. ბიძინას არ აქვს ინტერესები ევროპაში. ევროპული წესები და ღირებულებები წინააღმდეგობა მოდის მის მიზნებთან, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დაცვას მილიარდბეი, რომელიც რუსეთში იშოვა. ბიძინას ინტერესები კრემისლ ინტერესბთან ალიანსშია, რაც ართულებს თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების იძლებისთვის ეფექტიანი მეთოდების პოვნას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ქართველი ხალხის ნება მის მომავალთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ქვეყნები არ არიან ერთიანეი საქართელოსთან მიმართებით. ცუდი ამბები ვიქტორ ორგანის უნგრეთი არის ქართული რეჟიმის ყველაზე ძლიერი მოკავშირე ევროკავშირში, რომელიც ინტენსიურად უთხრის ძირს საერთო ძალისხმევას. უნგრეთი ბლოკავს სანქციებს ბიძინას და სხვა იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეპრესიებზე დაკავებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე. გარდა ამისა, ქვეყნების სხვა ჯგუფი არჩევს დააიგნოროს რეჟიმის ავტორიტარული მოძრაობები. დემოკრატიული ღირებულებების ნაცვლად პრიორიტეტს ანიჭებენ მოკლევადიან სტაბილურობას ისე, როგორც ამას აკეთებდნენ. პუტინთან 2022 წლამდე. მათი მიდგომები გამომდინარეობს ბიზნეს-ინტერესებიდან და ევროკავშირის გაფართოებით გამოწვეული გადაღლილობისგან. სამწუხაროს, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისთვის, სამხრეთ კავკასია, მათ შორის, საქართველო, კვლავ განიხილება ევროკავშირის ორბიტის მიღმა. როგორც ყოველთვის, ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები და ნიდერლანდები საუკეთესოდ აღიქვმენ სიტუაციას და დიდ იმედებს ამყარებენ გერმანიის ახალ მთავრობაზე. საფრანგეთს, ასევე, აქვს ღრმა კავშირები სამხრეთ კავკასიასთან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევისა და სომხურ დიასპორასთან ისტორიული კავშირების გამო. სიტუაცია უფრო მყიფე გახდა მას შემდეგ, რაც განსხვავებული შინაარსის სიგნალები წმაოვიდა ვაშინგტონისგან. საქართელოს ევროპული მომავლის ძლიერი დამცველი აშშ დღე ზღვარზეა. ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ტანამშრომლობა გადამწვეტია იმ რეგიონისთვის, რომელსაც რუსეის იმპერიული ექსპანსია ემუქრება. გამონაკლისი არც საქართველოა. ბოლო პერიოდამდე, აშშ გადამწყვეტ როლს ასრულებდა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. ახლა, USAID-ის აქტივობების გაჩერებით, ეს მხარდაჭერა მთლიანად გაქრა. მცირე მნიშვნელობის საკითხის გადაჭრის მცდელობისას აშშ-მ გადაჭრა სასიცოცხლო ხაზი – გაართულა საქართველოს პრო-დასავლური მოძრაობა მაშინ, როცა მას დახმარება მაშინ, როცა მას დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ჩემი გულწრფელი იმედია, რომ აშშ განაახლებს თავის როლს, როგორც დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მხარდამჭერი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. უახლესი დარტყმა დემოკრატიისთვის როგორც ყველა ავტოკრატმა, ბიძინამაც დიდი ხნის წინ აიღო კონტროლი ძირითად სახელმწიფო მედიასაშუალებებზე. ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულ თავდასხმა დემოკრატიაზე იყო საქართველოს მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, მთავარი არხის ხელში ჩაგდება ბიძინასადმი ლოიალური ბიზნეს-ინტერესებისთვის. არხს ახლა შეწყვეტილი აქვს მაუწყებლობა. სხვა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს ნელ-ნელა ახრჩობენ, ემუქრებიან და რეპრესიების ქვეშ აქცევენ. ათობით ჟურნალისტი გახდა თავდასხმისა და თვითნებური დაკავების ობიექტი. ზოგი რჩება გისოსებს მიღმა საეჭვო მდგომარეობაში, როგორც მზია. ამაღლობელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. […] დონალდ ტრამპი ბიძინას ყველაზე დიდი იმედია და ამას არც მალავენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი მათ იმედებს გაუცრუებს. რეჟიმი მიჰყვება ლუკაშენკოს გზას – ყოველდღიურად ცვლის კანონებს პროტესტის ჩასახშობად. დემონსტრაციებიდან გამობრუნებულ ადამიანებს ინდივიდუალურად ესხმიან თავს. თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები იწმინდება პროდასავლელი მოხელეებისგან – ბიძინას რეჟიმის მთავარი სამიზნეებისგან. შიში, აგრესია და სიცრუე – იგივე მეთოდები კარგად ნაცნობი წიგნიდან, რომელსაც იყენებენ კრემლთან შეთანხმებული რეჟიმები. კიდევე არის იმედი? ხალხი ხშირად სვამს ამ კითხვას. ამ ეტაპზე, პასუხი არის – დიახ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა წინააღმდეგობის უდავო ლიდერი. სიტუაციის სიმძიმე კარგად ესმით ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. მათი როლი გადამწყვეტია. ისინი უკან არ დაიხევენ. ისინი მტკიცედ დგანან პოზიციაზე: “ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ უნდა დავიცვათ ის”. გაზაფხული მოდის ქართველები მტკიცეები არიან გადაწყვეტილებაში – “გავუძელით ზამთრის ცივ დღეებს და ღამეებს ქუჩაში, მით უფრო, გავუძლებთ გაზაფხულს”. მათ ესმით, რომ მათივე მომავლისთვის უკრაინის ბედი ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მომავალმა დღეებმა შეიძლება განსაზღვროს ყველაფერი. საბოლოოდ, ჩვენი გზავნილი იგივეა, რაც იყო 1939 წელს ბრიტანეთის მთავრობის – ჩვენ მოვუწოდეთ ქართველ ხალხს: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და განაგრძეთ.
