ქეთი ქურდოვანიძე: სულ ველოდებოდი, როდის დაიწყებდნენ ჩვენთვის იმის დაბრალებას, რაც თვითონ არიან, როდის დაგვიძახებდნენ რუსებს და აი, ეს დღესც დადგა

“სულ ველოდებოდი, როდის დაიწყებდნენ ჩვენთვის იმის დაბრალებას, რაც თვითონ არიან, როდის დაგვიძახებდნენ რუსებს და აი, ეს დღესც დადგა, რაც ამათ ბოლოს , ანუ აღსასრულს, ნიშნავს. და როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ეს გამოიწვია იმ ქაოსმა, რომელიც ოპიზიციაშია. ტოტალიტარიზმს ყველაზე მეტად ანგრევს ქაოსი. სრულიად გაუცნობიერებლად ჩვენ მათ მოვუწყვეთ რევოლუცია ისე, რომ ვერც ისინი მიხვდნენ ამას და ვერც ჩვენ. ჩვენ ვმოქმედებდით ინტუიციურად და სპონტანურად და არა ლოგიკით, ამიტომ ვერაფერი დაუპირისპირეს ამ ქაოსს – ყველა მათი ნარატივი ჩამოიშალა, პროპაგანდა ჩაუფლავდათ სტერეოტიპულობის გამო, იმიტომ, რომ საბჭოთა მეთოდების გარდა, სხვა მეთოდები არ იციან. არა ჰყავთ სპიკერები 3 უტვინო კაცისა და ერთი ბოროტი დედაკაცის გარდა. ერთი სიტყვით, თავხე დაემხოთ ჭერი. ახლა ნერვების ომია, რომელსაც ვერ მოგვიგებენ, რადგან ფსიქოლოგიურად გაუწონასორებლები არიან კლინიკურად.
სულ ცოტა დაგვრჩა და უნდა გავუძლოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – წერს სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული