სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს

სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში აშშ-ის ელჩის მიერ ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას ადასტურებს. ამის შესახებ ცნობები სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე დაადასტურა.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ელჩი [ბრიჯიტ] ბრინკი უკრაინაში ელჩი სამი წელი იყო. ომის დროს, ამ სამი წლის განმავლობაში. არაჩვეულებრივად შეასრულა მოვალეობები და მას ყველაფერს კარგს ვუსურვებთ”, – განაცხადა ბრუსმა.
მოგვიანებით, ერთ-ერთი ჟურნალისტის დასაკონკრეტებელ კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ის უკრაინაში აშშ-ის ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის გადადგომას, ბრუსმა უპასუხა: “ის სახლში ბრუნდება, კი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული