პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
დღის წესრიგის მიხედვით, დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ – როინ შავაძის მკვლელობის საქმესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეს.
კომისიის სხდომაზე დაბარებული არიან ციცინო შავაძე, დავით გურგენიძე, კარლო კოპალიანი და ნოდარ მუსერიძე.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ დასკვნაზე მუშაობა დაწყებულია და ის 5 კონკრეტული თავისგან შედგება.
„ხუთივე თავი შეესაბამება იმ 5 თემას, რომელიც ჩვენი უფლებამოსილებისთვის არის განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის მიერ. ეს თემებია 2008 წლის აგვისტოს ომის თემა; მკვლელობები, წამება და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები; პირადი და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევის ფაქტები; ბიზნესის რეკეტი და ქონებრივი საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებო; მედიათავისუფლების უხეში დარღვევის ფაქტები”, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო

რუმინეთის პრეზიდენტი – რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე დრონი ჩამოაგდეს – დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას