პარტიის ინფორმაციით, გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიაში განუცხადეს.
მათივე თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დაბარების შესახებ უწყისი გახარიას მშობლებს ჩაბარდა.
„როგორც იცით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. გიდასტურებთ, რომ მის ოჯახის წევრებს (მშობლებს) მიუტანეს უწყისი და რა თქმა უნდა, მათაც ჩაიბარეს. უწყისში მითითებულია, რომ 20 ივნისის საქმეზე იბარებენ“, – აცხადებენ პარტიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!