გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი დავით კოდელაშვილი დაინიშნა.
„რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
მათ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
შალვა ბედოიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას, უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა“,-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?