რუსეთში საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს, უკრაინის მხარეს ბრძოლის გამო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გიორგი გოგლიძეს აღნიშნული სასჯელი “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის გამო” მიუსაჯეს.
რუსეთის სააგენტო “ტასსის” გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ 2023 წლის აპრილში გოგლიძემ ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან მუშაობისა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობის შესახებ.
“წვრთნის შემდეგ მას ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და სპეციალური ტექნიკა გადაეცა. მატერიალური კომპენსაციისთვის მან მონაწილეობა მიიღო შეიარაღებულ კონფლიქტში და სამხედრო ოპერაციებში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დასახლებულ რაიონებში. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და რუსი სამხედროები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
