დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის 125-%-მდე გაზარდა სავაჭრო ტარიფი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 104%-დან 125%-მდე ზრდის სავაჭრო ტარიფზე ყველა ჩინურ საქონელზე. მან თავისი გადაწყვეტილება განმარტა “უპატივცემულობით, რომელსაც ჩინეთი ავლენს გლობალურ ბაზრებთან მიმართებით.” ს განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

“რაღაც მომენტში, იმედია უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ მიუღებელია შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გაყვლეფა”, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth-ში.
-ის ლიდერმა დასძინა, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ სთხოვა შეერთებულ შტატებს მოლაპარაკება ტარიფების გარშემო და “არ მიუღიათ საპასუხო ზომები შეერთებული შტატების წინააღმდეგ.” ამასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ 90 დღით გადადოს ამ ქვეყნების მიმართ დამატებითი ტარიფები შემოღება. ამ პერიოდისთვის, ამ ქვეყნებზე 10% – იანი ტარიფი გავრცელდება. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა.
ერთი დღით ადრე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღეიდან, 9 აპრილიდან, ამოქმედდა.
დამატებით 50%-იანი ტარიფით ტრამპის მუქარის შემდეგ, 8 აპრილს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ აპირებენ შეეგუონ შეერთებული შტატების მხრიდან მზარდ ზეწოლას და შანტაჟს და წინააღმდეგობას ბოლომდე გაუწევენ.

ევროკავშირმა ასევე გამოაცხადა აშშ-ის მიმართ საპასუხო გაზრდილი ტარიფის შემოღება, რომელიც ძალაში 15 აპრილს შევა. ასეთი ზომების პირველი პაკეტი მოიცავს 25% -იან გადასახადებს შეერთებული შტატების პროდუქტებზე, რომელთა ღირებულებაა 20 მილიარდ ევროზე მეტი, მათ შორის სოიო, მოტოციკლები და კოსმეტიკა. პაკეტი ევროკავშირის 26 ქვეყანამ დაამტკიცა, წინააღმდეგ მხოლოდ უნგრეთმა მისცა ხმა.
ფორუმი