საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო ერთი თამაში უმაყურებლოდ ჩატარდება

2026-2027 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ ჩაატარებს. გადაწყვეტილება „უეფამ“ კონტროლის, ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტის სხდომაზე დღეს, 9 აპრილს მიიღო. მიზეზი თბილისში 23 მარტს საქართველო-სომხეთის მატჩზე მომხდარი ინციდენტია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განმარტავს:
· „⁠⁠სასჯელი არ ეხება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებსა და ფიფას საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს“;
· „გულშემატკივართა მხრიდან მოედანზე შევარდნის, ლაზერული სანათებისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის, აგრეთვე გასასვლელების ბლოკირებისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაჯარიმდა 40 000 ევროთი და ერთ საშინაო მატჩს საქართველოს ნაკრები უმაყურებლოდ გამართავს“;
· „ორი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევების განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს კვლავ უმაყურებლოდ ითამაშებს“.
23 მარტს ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩის თბილისში დასრულების შემდეგ „დინამო არენას“ სტადიონზე გულშემატკივრის ნაწილი შეიჭრა.
გარდა ამისა, ტრიბუნებზე ქართველები სომეხ გულშემატკივრებს დაუპირისპირდნენ – ჩანდა შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაცია და ფიზიკური ძალადობა. მათ შორის, ხელი მოხვდათ პოლიციელებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი