“შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა – დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია” – ლუაზო

“ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, რომელიც რეალურად “ქართული კოშმარია”.. წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე, მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.”

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!