“რუსეთი და რუსეთისმოყვარე ქართველობაა ის ძალა, რომელმაც დახოცა უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ძალა, რომელმაც შებილწა საქართველოს ეკლესია, ძალა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართული კულტურა, მაგრამ…”

“უცხოური ძალა კი არა, რუსეთი და მხოლოდ რუსეთია ის ძალა, რომელიც უკანასკნელი საუკუნეებია არის ბოროტების, სიბნელისა და ყოველგვარი ცუდის მომტანი საქართველოსთვის.
რუსეთი და რუსეთისმოყვარე ქართველობაა ის ძალა, რომელმაც დახოცა უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ძალა, რომელმაც შებილწა საქართველოს ეკლესია, ძალა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ქართული კულტურა, მაგრამ ძალა, რომელმაც ვერაფრით შეძლო 9 აპრილის მსგავსი გმირების ძირს დაცემა, დადუმება, გაქრობა.
ეს მიზანი რუსეთსა და მის მოყვარეთ დღესაც დაუოკებლად აქვთ, მაგრამ დღესაც მარცხდებიან. მარცხდებიან გმირულ სიკვდილთან, გმირულ სისხლთან, გმირულ თავდადებასთან.
დღესაც, რუსეთის ყოველი მოყვარე, ასევე ყოველი, შეგნებით თუ შეუგნებლად მისი საქმის გამკეთებელი, მონაწილეა ყველა იმ სისხლისღვრის, რომელიც ამ ბოროტების ხელით მოხდა ჩვენს ქვეყანაში” – წერს Facebook-ზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, ლეონ გელოვანი

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!