პაატა ბურჭულაძე: გამოდით გარეთ, გამოდით რუსთაველზე, ძალიან საჩქაროა ეს, ბატონებო

გამოდით გარეთ, გამოდით რუსთაველზე, საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი გაიმარჯვებს, ქართველები ძალიან მაგარი ერია.
„პირველი, რაც უნდა ვთქვა და ძალიან საჩქაროა ეს, ბატონებო, გამოდით გარეთ, გამოდით რუსთაველზე. საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა. აქ ხალხი ღამე ნათევია, ბევრი შემოგვიერთდა დილიდანაც, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა. როცა ბევრნი ვიქნებით, არაფერი მოხდება. ჯერჯერობით იყო მცდელობა, მომხდარიყო ინციდენტები, მაგრამ როგორღაც თავი ავარიდეთ. გამოდით გარეთ, ემსახურეთ თქვენს ქვეყანას. ხალხი გაიმარჯვებს, ქართველები ვართ ძალიან მაგარი ერი“, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!