9 აპრილის მემორიალთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები 9 აპრილთან დაკავშირებით არიან შეკრებილი, სიტუაცია პერიოდულად იძაბება.
ცოტა ხნის წინ, ადგილზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, მოქალაქეებმა, რომლებიც 9 აპრილის მემორიალთან არიან შეკრებილი, მემორიალთან მისვლის საშუალება არ მისცეს პირს, რომელსაც „ქართული ოცნების” დროშა ჰქონდა თან. მოქალაქეებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ისინი სკანდირებდნენ: „რუსო!” „წადი!”. საბოლოოდ, აღნიშნულმა პირმა ტერიტორია დატოვა.
რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე არსებულ მდგომარეობას, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებს ე.წ. ცოცხალი კედელი აქვთ აღმართული. ისინი საჯარო მოხელეებს და „ქართული ოცნების” მხარდაჭერებს მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!