მოქალაქეების ნაწილმა ღამე პარლამენტთან გაათენეს

მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენეს. ისინი ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი.
მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ღამე აქციის მონაწილეებთან ერთად გაათენა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზაცია შეინიშნება და იმ შემთხვევაში თუ ისინი აქციის მონაწილეებისკენ წავლენ, გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლონ და ტროტუარზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაინაცვლონ“.
„არავითარი წინააღმდეგობა ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ აქ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
„ბოლომდე, ბოლომდე“, „საქართველო“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული ქაშვეთთან და პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა აბაშიძე: მართლაც უცნაური და გაუგებარია, რომ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც აკაკიმ “განთიადი” უძღვნა, ქართველებმა მთაწმინდაზე აასვენეს და ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თბილისის მხოლოდ ერთ-ერთ პატარა ქუჩას მიაკუთვნეს!

ხატია დეკანოიძე – საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსენდება პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა, ხაბეიშვილი ნათელი მაგალითია, რამდენად ფარისევლურ თამაშებს თამაშობს „ქართული ოცნება“