სამინისტრო: პრაღაში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ არის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ჯერჯერობით, ინფორმაცია არ არის. უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, ხოლო საელჩო კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან.
ჩეხეთში მომხდარს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. სოციალურ ქსელ X-ში ის წერს, რომ თანაუგრძნობს სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
“ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და მთავრობას. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა დაშავებულს. სოლიდარულები ვართ ამ მწუხარების ჟამს”, – წერს მინისტრი.
დღეს, 21 დეკემბერს პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც არიან დაჭრილები და დაღუპულები. პრაღის მერის, ბოჰუსლავ სვობოდას ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.
ჩეხეთის ტელევიზია ჩტ-24-ის ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს პრაღის სხვადასხვა საავადმყოფოებში.
საგენტო Ceske Noviny-ის თანახმად, სროლა მოხდა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის სტუდენტები კლასებში ჩაიკეტნენ, ნაწილის ევაკუაცია კი დასამხრებლად მოსულმა მაშველებმა შეძლეს.
მოედანი პრაღის კარლის უნივერსიტეტის წინ, სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციის მიერ გადაკეტილია.
მახლობლად მდებარე შენობებიდან მოხდა ადამიანების ევაკუაცია. ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, მცირე მანძლით არის დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა