ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა – პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა – საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას შეეხო

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საუბარი გასულ წელს ჩატარებული ს შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.