ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება მრავალი წელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ვითარება არ სტაბილიზდება, ის უარესდება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“, – განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თეირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან და აშშ ამას არ დაუშვებს.
