ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ბარტ დე ვევერი კიევში საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, მაქსიმ პრევოსთან და ტეო ფრანკენთან ერთად ჩავიდა.
„ეს სიმბოლური ჟესტი არ არის. ეს სოლიდარობის, იმედისა და ურყევი მხარდაჭერის მისიაა უკრაინელთა თაობებისთვის, რომლებიც თავისუფლებისა და მომავლისთვის იბრძვიან. ბელგია უკრაინის გვერდით დგას. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, – წერს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაქსიმ პრევო X-ზე.
კიევში ვიზიტის ფარგლებში ბელგიელი მინისტრები უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)