„ოცნების“ დეპუტატის თქმით, 9 აპრილის მემორიალთან მისვლა დასაფიქრებელი იქნება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ თუ 9 აპრილის მემორიალთან მმართველი გუნდის წევრების მისვლა „ხელოვნურად დაძაბულობას“ გამოიწვევს, დასაფიქრებელია, ღირს თუ არა იქ მისვლა.
8 აპრილს ღამით სინდისის პატიმრების მშობლები რუსთაველის გამზირზე, სადაც 9 აპრილის მემორიალი დგას, დარჩებიან და ღამეს გაათევენ.
ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მიდიან ხოლმე, რათა ამ დღეს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგონ. თუმცა წლევანდელი წელი, შესაძლოა, გამონაკლისი აღმოჩნდეს, რაზეც ლევან მაჭავარიანის განცხადება მიანიშნებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ. თუმცა, ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს ხელოვნურად გამოიწვევს ქუჩაში დაძაბულობას და პროცესების იმგვარად წარმართვას, რომ იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს გმირებს პატივი მივაგოთ, იქ ვიღაცების წივილ-კივილი უნდა დაიწყოს, მე წივილ-კივილში არ ვგულისხმობ პოლიტპატიმრების მშობლებს, ვგულისხმობ პარტიულ აქტივს. თუ იქ პროვოკაციების მცდელობა იქნება, ამ შემთხვევაში, ნამდვილად დასაფიქრებელი იქნება, ვინაიდან ეს ჩვენი გმირებისვე შეურაცხყოფა იქნება და ამ შეურაცხყოფის ავანგარდში, რა თქმა უნდა, იდგებიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება