„ლელო-ძლიერი საქართველოს“ თელავის ორგანიზაციას ლევან ბერძენაშვილი უხელმძღვანელებს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ თელავის ორგანიზაციას ლევან ბერძენაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
„ლევან ბერძენაშვილს საზოგადოება ე.წ. რუსული კანონის მიღების პროტესტის ნიშნად გადადგმული ნაბიჯით იცნობს, როდესაც მან „ქართული ოცნების“ რიგები და თელავის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამჟამად, ლევან ბერძენაშვილი თელავის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატი და ფრაქცია „ჩემი თელავის“ თავმჯდომარეა. ლევან ბერძენაშვილი “ლელო-ძლიერი საქართველოს” თელავის ოფისში მუშაობას უკვე შეუდგა“, -აღნიშნავენ „ლელო-ძლიერი საქართველოში“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა