ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს

გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან. საბა სორდიას გუშინ, 7 აპრილს იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს.
როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა