ზელენსკიმ დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ბელგოროდში ყოფნა

უკრაინის პრეზიდენტმა მ პირველად ოფიციალურად დაადასტურა უკრაინელი სამხედროების ყოფნა ს ფედერაციის ბელგოროდის ოლქში.
„ფრონტის ვითარებაზე მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ დღეს ცალკე მომახსენა ჩვენს ყოფნაზე კურსკის და ბელგოროდის ოლქებში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს სასაზღვრო რაიონებში მტრის ტერიტორიაზე და ეს აბსოლუტურად სამართლიანია — ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, — განაცხადა ზელენსკიმ 7 აპრილის საღამოს მიმართვაში.
„უკრაინული პრავდას“ ცნობით, უმაღლეს დონეზე ეს არის პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრაინული შენაერთების ყოფნის შესახებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ოპერაციების მთავარი მიზანია უკრაინელების დაცვა სუმისა და ხარკოვის რეგიონებში, რომლებიც სისტემატურად ექვემდებარება დაბომბვას რუსეთის ფედერაციის მიერ.
18 მარტს, კითხვაზე, აწარმოებს თუ არა სამხედრო ოპერაციებს ბელგოროდის რეგიონში, როგორც რუსული წყაროები იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას უფლება აქვს გადადგას პრევენციული ნაბიჯები რუსული დარტყმების თავიდან ასაცილებლად.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ შეჭრას ბელგოროდის რეგიონის დასავლეთ ნაწილში დემიდოვკასა და პრილესიეს დასახლებების მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს