ზურაბ აზარაშვილი – ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, სრულად, დაახლოებით, 400 000 ადამიანს დაუფინანსდება, პროგრამის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარამდე იქნება

ერთის მხრივ, ვაფართოებთ ქრონიკული მედიკამენტების სიას, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ვზრდით პროგრამის ბიუჯეტს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, სრულად მიიღონ მთელი წლის განმავლობაში საჭირო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ცვლილება, პენსიონერ პირებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. 2024 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონ ლარამდე იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ცვლილების მიზანი მედიკამენტებზე, მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ჯიბიდან გადახდების კიდევ უფრო შემცირებაა.
ჯანდაცვის მინისტრმა, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდება.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო, მოქალაქეებს, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა ჰქონოდათ. როგორც კი ეჭვი გაჩნდება სიმსივნესთან დაკავშირებით, სახელმწიფო, სრულად დააფინანსებს დიაგნოზის დასმისთვის საჭირო პროცედურებს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, პირველ რიგში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ და ასევე, უფრო ეფექტიანად დაიხარჯოს ბიუჯეტის სახსრები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე აქტიურები ბალტიისპირელები არიან – მათი მიზნები გასაგებია, ურჩევნიათ საქართველო რუსეთთან დაპირისპირებული იყოს და რუსეთის აგრესია მათზე არ წავიდეს – ეს უკვე იშიფრება და ამაზე საჭიროა ღიად საუბარი!