ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია

მთავრობის ინიციატივა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ორ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირებულია.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები რეგიონული განვითარების მიმართულებით რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით – ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება რეგიონული განვითარების სამინისტროს, აღნიშნული უწყების ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრმა მ თავდაპირველად სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი წარადგინა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ორი დღეში შეცვალა და მინისტრის პოსტზე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა – გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ამირან გამყრელიძე – არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა – გადაწყვეტილების მიმღებებს გთხოვთ, თავი შევიკავოთ მეტი ესკალაციისგან და მოვნახოთ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს