პრაღის ცენტრში შეირაღებული თავდასხმა მოხდა. პოლიციის ცნობით, არიან დაჭრილები და დაღუპულები

პრაღის ცენტრში, იან პალახის მოედანზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც არიან დაჭრილები და დაღუპულები. პრაღის მერის, ბოჰუსლავ სვობოდას ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია. მისი ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.
ჩეხეთის ტელევიზია ჩტ-24-ის ცნობით, სროლის შედეგად დაიღუპა 10 და დაიჭრა 30-მდე ადამიანი, რომლებიც უკვე გადაიყვანეს პრაღის სხვადასხვა საავადმყოფოებში.
სააგენტო tn.cz-მ გამოაქვეყნა შეიარაღებული მამაკაცის ფოტო, რომელიც შენობის სახურავზე იმყოფებოდა.
საგენტო Ceske Noviny-ის თანახმად, სროლა მოხდა კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ამ ფაკულტეტის სტუდენტები კლასებში ჩაიკეტნენ, ნაწილის ევაკუაცია კი დასამხრებლად მოსულმა მაშველებმა შეძლეს.
მოედანი პრაღის კარლის უნივერსიტეტის წინ, სადაც თავდასხმა მოხდა, პოლიციის მიერ გადაკეტილია.
მახლობლად მდებარე შენობებიდან მოხდა ადამიანების ევაკუაცია.

ადგილი, სადაც თავდასხმა მოხდა, რამდენიმე მეტრით არის დაშორებული პრაღის ძველი ქალაქიდან და პრაღის სასახლიდან.
მომხდარი თავდასხმის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოლომოუცში, შეწყვიტა შეხვედრები და ში ბრუნდება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ინსტრუქციებს.
ინფორმაცია განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ