ირაკლი კობახიძე ჟურნალისტს – ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი, გაჩვენებთ – თქვენი სანქციები არ მუშაობს

ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი, გაჩვენებთ – თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ აიღებს ხელფასს სანქცირებული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი.
კობახიძის თქმით, თამაზაშვილი აქამდეც ოფიციალურად იღებდა ხელფასს და მომავალშიც ოფიციალურად მიიღებს.
„ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი, გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს, როგორც აქამდე იღებდა. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ,“ – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – დღეს “ქართულ ოცნებას“ თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევნების ჩასატარებლად ქვორუმი არ გააჩნდა, მაშველ რგოლად მიხეილ კაკაურიძე მოევლინა, რომელიც “ლელოს“ სახელით არის წარმოდგენილი