მედიის ცნობით, რუსეთი სავარაუდოდ, ბრიტანეთის ატომურ წყალქვეშა ხომალდებს უთვალთვალებდა

დიდი ბრიტანეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებად აფასებს ქვეყნის სანაპიროსთან სათვალთვალო სენსორების აღმოჩენას. ამის შესახებ 6 აპრილს დაწერა გამოცემა The Telegraph-მა. ლონდონი მიიჩნევს, რომ ამ სენსორებს რუსეთი იყენებდა ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ხომალდებზე თვალთვალისთვის.
The Telegraph-ი მეორე მედიასაშუალებაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ სენსორების აღმოჩენაზე წერს. მანამდე ამის შესახებ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა გამოცემა The Sunday Times-ი.
ბრიტანელმა სამხედროებმა სენსორები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც რამდენიმე მათგანი წყალმა ნაპირზე გამორიყა. ძებნის დაწყების შემდეგ სხვა მოწყობილობებიც იპოვეს.
The Sunday Times-ის წყაროთა თანახმად, სავარაუდოა, რომ რუსეთი ამ სენსორებს იყენებდა Vanguard-ის კლასის ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ხომალდებზე თვალთვალისთვის.
გამოცემა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში სამ წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე არსებობდა მონაცემები, რომ რუსეთი თავისი ოლიგარქების იახტებს იყენებდა ბრიტანეთის გარშემო წყალქვეშა დაზვერვის მიზნებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?