საქართველოში მორიგ ჯერზე ჩამოვიდა რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა – მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ

თბილისის სხვადასხვა რესტორანსა და სასტუმროში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს ინსტაგრამზე რუსი ტელეწამყვანი, უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი ომის მხარდამჭერი და ორგანიზაცია PUTIN TEAM-ის წევრი ქსენია ბოროდინა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქსენია ბოროდინა საქართველოში იმყოფება – მიუხედავად იმისა, რომ მას დარღვეული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ და სრულიად ღიად არის ნამყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, ის საქართველოს საზღვარზე 2022 წლის ნოემბერშიც თავისუფლად შემოვიდა.
რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარის მიღებას, როგორ და რატომ კვეთს ცნობილი რუსი ტელეწამყვანი საქართველოს საზღვარს უპრობლემოდ – უწყების პასუხი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.
რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ყოფნის ფონია ათამდე ევროპელი ფოტორეპორტიორი და ჟურნალისტი, რომლებიც ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებიდან ისე გააბრუნეს უკან, რომ მათთვის საზღვრის კვეთაზე უარის თქმის მიზეზიც არ განუმარტავთ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?