– სულხან თამაზაშვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს, ის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელია და დასანქცირებულია

სულხან თამაზაშვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარადგინა, აჭარაში არავინ იცნობს, ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებული, – ამის შესახებ ” კოალიცია ცვლილებისთვის “, ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი ერთპიროვნულად წყვეტს ვინ მოხსნას და ვინ დანიშნოს თანამდებობაზე უნდა შეიცვალოს.
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტა, არალეგიტიმურ ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოს რიჟვაძის ნაცვლად შესთავაზოს ბატონი თამაზაშვილის კანდიდატურა, რომელსაც გულწრფელად რომ ვთქვათ, აქ არავინ იცნობს. მითუმეტეს, პოლიტიკური გამოცდილებით ბათუმსა და აჭარაში. მის შესახებ, რაც ვიცით არის ის, რომ ის არის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი და დასანქცირებულია ჩვენი დასავლელი წარმომადგენლების მხრიდან და ეს ფაქტი ბევრ რამეს ცხადყოფს. ამ ტიპის წესრიგი, როდესაც ოლიგარქი თავად წყვეტს ვინ დანიშნოს და ვინ მოხსნას თანამდებობიდან, უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად