კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

კრივოი როგში, სადაც რუსული ბალისტიკური რაკეტა ისროლეს, მსხვერპლის რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. ინფორმაცია გაავრცელა დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია 56 ადამიანი.
გუშინ, 4 აპრილს, საღამოს ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებული საფრთხის გამო საჰაერო განგაში კრივოი როგში 18.50 საათზე გამოცხადდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მიიღეს ინფორმაცია რაკეტით თავდასხმის შესახებ.
ეს ბოლო ორ დღეში კრივოი როგზე განხორციელებული მეორე გამანადგურებელი სარაკეტო იერიშია.
2 აპრილს ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსეთის არმია სრულმასშტაბიანი ომის დროს ახორციელებს მიზანმიმართულ თავდასხმებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ობიექტებს.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ამ დარტყმებს მიზანმიმართული ხასიათი აქვთ.
გაერომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინაში 413 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2000-ზე მეტი დაშავდა. 2025 წლის პირველ სამ თვეში მსხვერპლთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?