ლევან ხაბეიშვილმა ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში პარტიის ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძესთან და პარტიების ლიდერებთან ერთად, გურიაში, პარტიის ორგანიზაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც ენმ-ს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
„გურიაში შევხვდით ადგილობრივ ლიდერებს – ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში. მადლობა გადავუხადეთ „ნაციონალურ მოძრაობის“ თითოეულ წევრს, ვინც ამ წლების განმავლობაში იბრძვის საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიული საქართველოსთვის. ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი იშრომეს, მათ შორის, 2023 წელს და ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალთან ერთად იმისთვის, რომ სწრაფი განვითარება გვქონდეს, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს, დღეს ვიქნებით ფოთში, ხვალ გავაგრძელებთ აჭარაში, ჩავალთ სამეგრელოში, მოვივლით საქართველოს ყველა ქალაქს, ყველა რეგიონს იმისთვის, რომ ჩვენს ლიდერებს გადავუხადოთ მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის, ადგილზე ხალხის ინტერესების დაცვისთვის და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანებს უწევთ ტერორის, დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობა, მაგრამ ისინი ვერ გატეხეს,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ