პარლამენტი დღეს სუს-ის უფროსს აირჩევს

პარლამენტი 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
2 აპრილს მ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება – ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა.
ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ